"იუნაიტედი" რეგილონის ტრანსფერთან ახლოსაა

12-09-2020, 15:27

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი, სერხი რეგილონი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულად არის დაინტერესებული 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით და მის დამატებასთან საკმაოდ ახლოსაა.

წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" ლუკ შოუს გაყიდვას აპირებენ და ესპანელი მცველი სწორედ მის შემცვლელად ესახებათ.

როგორც ცნობილია, მადრიდული გრანდი რეგილონს 35 მილიონ ევროდ აფასებს და "იუნაიტედს" სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს მის შესაძენად.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით