ძალიან სამწუხარო ცნობა, 2 ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

12-09-2020, 22:39

ვოლგოგრადის "როტორის" 7 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის 2 ქართველია - ბექა მიქელთაძე და რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ყიფიანი.

რუსული გუნდის ოფიციალურმა საიტმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

"დადებითი შედეგები ილია ჟიგულიოვს, ალექსანდრ სანპლინოვს, ბექა მიქელთაძეს, კამილ მულინს, ნიკა ყიფიანს, აზარ ბაირიევსა და ალექსანდრ დოვბნის აღმოაჩნდათ. ისინი ამჟამად უსაფრთხო გარემოში არიან". - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიქელთაძე ზურიკო დავითაშვილთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად "რუბინში" გამოდიოდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით