რამდენად მძიმეა ხვიჩა კვარაცხელას ტრავმა

13-09-2020, 21:18

ყაზანის "რუბინის" დამრიგებელმა ლეონიდ სლუცკიმ მოსკოვის "დინამოსთან" გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ჩვენებურის გუნდმა 0:1 იმარჯვა,  მედიის წარმომადგენლებთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მატჩის ერთადერთი გოლი დესპოტოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანით გაიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

"სამწუხაროდ, კვარაცხელიამ ტვინის შერყევა მიიღო და ცხვირიც დაიზიანა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სირთულისაა შერყევა. ასევე, უცნობია, არის თუ არა ცხვირის მოტეხილობა. ტვინის შერყევა ღრმა არ უნდა იყოს, რადგან ის ფეხზე დგას. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ყველაფერი ზუსტად გვეცოდინება", – განაცხადა სლუცკიმ.

ასე რომ, ახალგაზრდა ქართველის ტრავმა სავარაუდოდ საგანგაშო არაა და მან ერთა ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში საქართველოს ნაკრების დახმარება უნდა მოახერხოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით