ლუკაკუმ ხოჭოლავასთან შექმნილი მომენტი გაიხსენა

13-09-2020, 21:48

რომელუ ლუკაკუმ უკმაყოფილება გამოთქვა FIFA 21-ში მისთვის მიჩენილი ადგილის შესახებ და აღნიშნული თამაშის შემქმელი კომპანია EA Sports მკაცრად გააკრიტიკა. ბელგიელმა საკუთარი უპირატესობების გასამყარებლად ის გოლი მოიყვანა, რომლის ფიგურანტიც ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა გახლდათ.

"მოდით, სამართლიანები ვიყოთ. FIFA-მ რეიტინგები სპეციალურად გააფუჭა, რათა ჩვენ, ფეხბურთელებს ჩივილი დაგვეწყო და თამაშის მიმართ ინტერესი გაგვეზარდა. ამ მძ**ერს არ შევეგუები. კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ", - დაწუერა ლუკაკუმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ იტალიურმა და უკრაინულმა კლუბებმა 17 აგვისტოს უეფას ევროპალიგის ნახევარფინალის ეგიდით ითამაშეს და მილანელებმა 5:0 მოიგეს. ლუკაკუმ დუბლი შეასრულა, მე-2 გოლისას კი აშკარად დაჩაგრა "შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა. ბელგიელმა ჩვენებურს არცთუ მოკლე მანძილზე გარბენი მოუგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით