ნიკა კაჭარავას ახალი კლუბი ცნობილია

13-09-2020, 21:06

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი პოზნანის "ლეხთან" გააფორმა.

როგორც გაირკვა, ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბს იჯარის წესით შეუერთდა და პოლონეთის უმაღლესი ლიგის გუნდში 14-ნომრიანი მაისურით გამოჩდება.

თუ კვიპროსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ნიკა კაჭარავას წასვლის შემდეგ "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია გუნდში მორიგი ქართველი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს და ეს გიორგი ქვილითაიაა, რომელსაც ბელგიურ "გენტში" სათამაშო დრო ნაკლებად ეძლევა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით