"რუბინის" პრეზიდენტი: "კვარაცხელია ტოპ კლუბში წავა, მისი ფასი ძალიან მაღალი იქნება"

14-09-2020, 13:26

ყაზანის "რუბინის" პრეზიდენტი ოლეგ იაროვინსკი ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ აგორებულ სატრანსფერო ჭორებს გამოეხმაურა. როგორც კლუბის მესვეური აცხადებს, ხვიჩა ადრე თუ გვიან მძლავრ ევროპულ გუნდში გადავა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, კვარაცხელიას სანაცვლოდ რუსული გუნდები 10-15 მილიონ ევროს იხდიდნენ.

"კვარაცხელია დღეს ჩვენთვის შეუფასებელია. ამ ეტაპზე იგი გუნდის ნაწილია და წასვლაზე არ ფიქრობს. ჩვენ გვესმის, როცა გუნდში ასეთი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, ის ადრე თუ გვიან წასვლას გადაწყვეტს".

"ხვიჩა აუცილებლად გადავა ევროპის ტოპ კლუბში, თანაც სოლიდური თანხის სანაცვლოდ. ახლა წასვლა მისთვისაც და "რუბინისთვის" ძალიან ცუდი იქნება, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ვიმეორებ".

"ვფიქრობ, მისთვის უაზრობა იქნება რუსულ გუნდში გადაბარგება, არ ვფიქრობთ იმ 15 მილიონზე, რომელსაც "ლოკომოტივი" ქართველის სანაცვლოდ იხდის". - აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით