ლევან კობიაშვილი: "დიდი ბოდიში გულშემატკივრებს"

15-09-2020, 10:28

ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის საიუბილეო, 30-ე ყრილობაზე გულშემატკივრებსა და ქართული მედიის წარმომადგენლებს ბოდიში მოუხადა, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მათი დასწრება ვერ მოხერხდა.

"გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან, წელს ყრილობაზე არ იმყოფებიან მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები, თუმცა, მისი ეთერში ნახვა ყველასთვის შესაძლებელია, სოციალური ქსელების საშუალებით".

"წელს საიუბილეო, 30-ე ყრილობა უჩვეულო გარემოში ჩატარდა. ვეცადეთ, ყველა სტანდარტი და რეგულაციები დაგვეცვა. მინდა, მოვუბოდიშო მედიის წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას, რომ ყრილობა იმ ფორმატით ვერ ჩავატარეთ, რომელსაც მიჩვეულები ვიყავით. შესაბამისად, მათი დასწრება შეუძლებელი იყო", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით