შეთანხმება შედგა, ვიდალი იტალიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა

15-09-2020, 15:27

"ბარსელონას" ნახევარმცველი არტურო ვიდალი კატალონურ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა.

იტყობინებიან, რომ 33 წლის ნახევარმცველი უკვე გაფრინდა მილანში, სადაც "ინტერისთვის" სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ჩილელი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთელმა უარი თქვა 6.5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციაზე "ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი "ბარსელონამ" 2018 წელს დაიმატა. მან კატალონიური კლუბის მაისური 96-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით