გოგა ბითაძე: "საქართველოს ნაკრები? ეს ხელს ძალიან მიშლის"

16-09-2020, 11:29

ქართველმა NBA-ის კალათბურთელმა გოგა ბითაძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სამომავლო გეგმებსა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

"მეც და ჩემი მენეჯერებიც ვსაუბრობთ "ინდიანა პეისერსის" ხელმძღვანელობასთან. როგორც ვიცი, ჩემთან დაკავშირებით მომავალში დიდი გეგმები აქვთ და არც ელოდნენ, რომ პირველივე წელს ბევრს ვითამაშებდი. გუნდის შეცვლაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, წინ მომავალი წელია და შესაძლოა, რადიკალურად სხვა სიტუაცია იყოს".

"როცესაც დრო მექნება და გამომიშვებენ, ყოველთვის მზად ვარ ეროვნულ გუნდში სათამაშოდ. დამიჯერეთ, ნაკრებში თამაშზე კარგი არაფერია. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მიაღწევენ შეთანხმებას, რომ სანაკრებო მატჩები და NBA-ის სეზონი ერთმანეთს არ დაემთხვეს. ნაკრების მატჩები ისედაც იშვიათადაა და გულდასაწყვეტია, რომ ჩამოსვლას ვერ ვახერხებთ", - განაცხადა ბითაძემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით