ობამეიანგმა "არსენალთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

15-09-2020, 18:34

ლონდონის "არსენალის" ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ოფიციალურად გაახანგრძლივა ხელშეკრულება თავის ამჟამინდელ კლუბთან.

31 წლის ფეხბურთეელმა კლუბთან ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. წინა კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურებოდა.

ობამეიანგი "არსენალში" 2018 წლის ზამთარში "დორტმუნდიდან" გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 63 მილიონი ევრო შეადგინა.

ლონდონური კლუბის რიგებში ჩატარებულ 111 მატჩში გაბონელმა 72 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით