"მილანის" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

15-09-2020, 19:07

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანის" ფეხბურთელს, რაფაელ ლეაუს კორონავირუსი გამოუვლინდა.

აღსანიშნავია, რომ "მილანმა" აიღო ვალდებულება, არ გაამხილოს მსგავსი ინფორმაცია, თუმცა ახალი ამბავი თვითონ ფეხბურთელისგან გავრცელდა.

რაფაელ ლეაუმ 2019-2020 წლების სეზონში "მილანის" შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლის გატანა მოახერხა.

იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში კი მილანელები პირველ მატჩს 21 სექტემბერს, "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით