ცნობილია, როდის შედგება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა

15-09-2020, 22:08

როგორც იცით, გასული სეზონის ფინალი და პლეიოფები უჩვეულო დროს, აგვისტოს თვეში, გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ერთმატჩიან დაპირისპირებებს მოიცავს და ის ჯერაც არ დასრულებულა.

ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი ხუთშაბათს, 2020 წლის 1 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

ჩვეულებისამებრ, ღონისძიება შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ქართული კლუბების გარეშე ჩაივლის.

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 20 და 21 ოქტომბერს ჩატარდება. უკვე ცნობილია იმ 28 კლუბის ვინაობა, რომლებიც 2020-2021 წლების გათმაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით