"ბარსელონამ" მნიშვნელოვანი ტრანსფერი შეათანხმა

15-09-2020, 23:51

ავტორიტეტული გამოცემა De Telegraaf-ის ინფორმაციით, მემფის დეპაის "ბარსელონაში" ტარსნფერი უკვე შეთანხმებულია და გაოფიციალურებამდე ფორმალური დეტალებიღაა გადასაჭრელი.

როგორც წყარო წერს, კატალონიელების პრიორიტეტი ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი იყო, თუმცა არგენტინელი კარიერას ისევ "ინტერში" გააგრძელებს. აქედან გამომდინარე, "ბლაუგრანასთვის" პრიორიტეტად ჰოლანდიელის ნებისმიერ ფასად გაფორმება იქცა.

კიდევ ერთი გამოცემა, ამჯერად ფრანგული L'Equipe-ი წერს, რომ კატალონიელები ნიდერლანდელი ფორვარდის სანაცვლოდ "ლიონს" 25 მილიონ ევროს გადაუხდიან, სეზონის ბოლოს ფრანგები კიდევ დამატებით 5 მილიონს მიიღებენ.

მოსალოდნელია, რომ დეპაის შემდეგ კვირაში წარადგენენ, იქამდე კი "ბარსა" ლუის სუარესის ბედის გადაწყვეტასაც ეცდება.

დეპაიმ წინა სეზონში 22 მატჩი ჩაატრა, მან 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ახალ თავკაც რონალდ კუმანს მემფისთან ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებშიც უმუშავია. საინტერესოა, რომ კუმანის ხელში, დეპაი ნარინჯისფრების ლიდერად იქცა და შესანიშნავი სტატისტიკაც დააგროვა: 18 მატჩი, 11 გოლი, 12 ასისტი.

წყარო: https://www.telegraaf.nl

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კუმირი დაასახელა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით