"ეს სირცხვილზე უარესი იყო", - რას ამბობს ვეტერანი რუსი ფეხბურთელი "ლოკომოტივთან" განცდილი მარცხის შემდეგ

18-09-2020, 22:33

რუსეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერგეი კირიაკოვმა თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპალიგაზე თავისი ყოფილი კლუბის, მოსკოვის "დინამოს" წაგებაზე მკვეთრი განცხადება გააკეთა.

"სირცხვილი? უფრო უარესიც იყო და გაცილებით მკაცრ სიტყვას ვიხმარდი. სირცხვილი არის ყველაზე რბილი რამ, რაც შეიძლება ითქვას. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, "ლოკომოტივი" რუსეთის პირველი ლიგის დონისაა. არ შეიძლება თამაში ასეთი განწყობით, ისეთი ტემპით, როდესაც მოთამაშეები არ იბრძვიან და ბურთს მარტივ ვითარებაში კარგავენ".

"მწვრთნელს ფილიპი პირველ ტაიმშივე უნდა გამოეცვალა, მაგრამ ამისთვის კვერცხები უნდა გქონდეს, ასე კი, გამოვიდა, რომ ფაქტობრივად 10 კაცით ვთამაშობდით. ნახეთ, მას ქართველები რამდენჯერ გაექცნენ? მგონი, ამას ძალით აკეთებდა. ერთხელ ბურთიანი მეტოქე საჯარიმომდე თვითონ მიაცილა", - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით