"როგორ უნდა ჩახედოთ თვალებში მას?" - რუსები გამწარებულები არიან

18-09-2020, 22:42

"ლოკომოტივთან" განცდილი მარცხი რუსებმა ჯერაც ვერ მოინელეს. უკვე მეორე დღეა დინამოელებს ფეხბურთთან დაკავშირებული ლამის ყველა ადამიანი აკრიტიკებს. ამჯერად, მათ რიცხვს ცნობილი რუსი კომენტატორი დმიტრი გუბერნიევი შეუერთდა.

"საპატიო "დინამოელი" ვარ და ჩემს მოწმობაზე, ღმერთო დამიფარე და ძერჟინსკის ფოტოა. ცხოვრება გაცილებით უკეთესი ხდება, როდესაც მივდივარ და ფელიქსს თვალებში ვუყურებ".

"დღეს, მას თვალებში მოსკოვის "დინამოს" ყველა ფეხბურთელმა უნდა ჩახედოს. სერიოზულად კი, არც ვიცი, რა უნდა ვთქვა. დინამო თითქოს რუსეთის ჩემპიონატში ნორმალურად თამაშობდა და ქართველებთან დაპირისპირებასაც ხომ დამატებითი ემოციები უნდა ჰქონოდა... არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი, თუმცა, თუკი ადრე "დინამო" თბილისთან წაგება ლამის ბედნიერება იყო, ახლა ეს სირცხვილია".

"სხვა თუ არაფერი, ეს "ლოკომოტივი" მათ ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდია... აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის განწყობა, რომლითაც მათ ითამაშეს. ქართულ ფეხბურთს დიდ პატივს ვცემ, ის შესანიშნავია, თუმცა, რაც ჩვენი მხრიდან იყო, საშინელება გახლდათ", - განაცხადა გუბერნიევმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით