გუცაევი: "ეს არ გამკვირვებია, რადგან რუსულ ფეხბურთში მიმუშავია და ვიცი"

18-09-2020, 22:47

ვლადიმერ გუცაევი "ლოკომოტივის" ტრიუმფს გამოეხმაურა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ მოსკოვის "დინამოსთან" მოპოვებულ გამარჯვებას ელოდა კიდეც.

"ვიცი ბევრს გაუკვირდა და ეს გამარჯვება სენსაციად მიიღო, მაგრამ მე რუსულ ფეხბურთში მიმუშავია, დავდიოდი მოსკოვის "დინამოს" თამაშებზე, ახლაც ბევრი რამ ვიცი და სიმართლე გითხრათ, "ლოკომოტივის" გამარჯვება დიდად არ გამკვირვებია".

"ოლო 15 წელია, კლუბს სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. სხვათა შორის, ყველაზე დიდი ბიუჯეტი 110 მილიონი ევრო რომ ჰქონდა, პირველ ლიგაში სწორედ მაშინ გავარდა. პარადოქსია, არა? შესაძლოა, ჩვენ გვგონია, რომ მოსკოვის "დინამო" ისეთივე ბრენდია, როგორც საბჭოთა პერიოდის დროს, როდესაც 11-ჯერ გახდა ჩემპიონი. მაგრამ თამაშამდე რომ მეკითხებოდნენ, ვთქვი, შანსები 50/50-ზე არის-მეთქი. "ლოკომოტივმა" რუმინულ "უნივერსიტატეასთან"კარგი ფეხბურთი აჩვენა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. გუნდმა ყველა თავისი კოზირი გამოიყენა, დაცვაში საიმედოდ ითამაშა. ლოკომოტიველებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ შეტევაში თამაში შეუძლიათ – მათ საამისოდ საჭირო მოთამაშეები ჰყავთ, სწრაფია თორნიკე კირკიტაძე, მოედნის ცენტრში ჭკვიანურად თამაშობს დავით სამურკასოვი, თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე, რომელსაც გატანის ნიჭი აქვს… საერთოდ, ამ გუნდში ის მომეწონა, რომ ერთი შეხებით ბევრად უფრო კვალიფიციურად თამაშობდნენ, ვიდრე მოსკოვის "დინამოს" მოთამაშეები", - განაცხადა გუცაევმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით