ნიდერლანური მედია: "ქართველი კაკა "აიაქსში" ითამაშებს"

20-09-2020, 00:57

მას შემდეგ, რაც გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა ევროპულ საფეხბურთო ბაზარზე ისევ აქტუალური ფიგურა გახდა.

ამჯერად, ნიდერლანდური მედია შეეხო ქართველ ფორვავრდს და დაწერეს, რომ ჩაკვეტაძე "აიაქსში" ჰაკიმ ზიეშის შესაძლო შემცვლელად განიხილება, რომელიც "ჩელსიში" გადადის.

გავრცელებული ცნობით, ამსტერდამელთა მთავარ მწვრთნელს ახალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე ვარიანტი აქვს, "იოჰან კრუიფის არენაზე" მაროკოელი რომ შეცვალოს და კანდიდატთა შორის ერთ-ერთი სწორედ გორგი ჩაკვეტაძეა, რომელსაც ნიდერლანდური გამოცემა ასე ახასიათებს:

"თითქმის სამი წლის წინ, "გენტმა" ჩაკვეტაძის თბილისის "დინამოდან" წაყვანა მოახერხა და ამ ბრძოლაში ბევრი დიდი რეპუტაციის კლუბი დაამარცხა. ქართველი კაკას წასვლიდან მალევე, "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ თბილისელთა ყოფილ ფეხბურთელს ასევე იწვევდნენ "ლივერპული", "ტოტენჰემი", "ჰოფენჰაიმი" და "ბაიერი".

"ჩაკვეტაძეს ოცი წლისაა და განვითარებისთვის ჯერ კიდევ საკმარისი დრო აქვს. ის გასულ სეზონში "გენტის" თამაშის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო თავისი მოქმედებებით, გოლებითა და საგოლე გადაცემებით, სანამ მუხლის სერიოზულმა ტრავმამ არ შეაჩერა".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით