ცნობილია, ზუსტად როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე

20-09-2020, 12:44

ბელგიური გამოცემების ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე თავს უკვე კარგად გრძნობს და ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

შეგახსენებთ, გიორგიმ დაზიანება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო და მას პირველადი ცნობით, ძალიან დიდი დრო უნდა გამოეტოვებინა, თუმცა საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

წყაროების ინფორმაციით, ქართველი ტალანტი მოედანს 29 სექტემბერს დაუბრუნდება, როცა "გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განმეორებით შეხვედრაში კიევის "დინამოს" შეხვდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "დინამოსთან" "გენტი" პლეიოფის პირველ მატჩს 23 სექტემბერს გამართავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

"ამ შემთხვევაში კავარცხელია ზამთარში 25 მილიონი ევრო ეღირება"

დაგვიმეგობრდით