1 მილიონ ევროდ ვიდალი "ინტერში" გადადის

20-09-2020, 14:06

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრისიო რომანოს თქმით, "ბარსელონამ" და "ინტერმა" საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს არტურო ვიდალის სანაცვლოდ.

ჩილელი ნახევარმცველი დღეს მილანში ჩაფრინდება და საბოლოოდ დახურავს ტრანსფერს, "ბარსელონა" კი მის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს მიიღებს.

ვიდალი მეორე მოთამაშე იქნება, რომელიც ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს, პირველი მათგანი ივან რაკიტიჩი გახლდათ.

მსგავსად რაკიტიჩის შემთხვევისა, სავარაუდოდ ახლაც "ბარსელონა" თანხას ბონუსების სახით მიიღებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით