ანჩელოტი: "ალკანტარამ ძალიან მაწყენინა"

20-09-2020, 20:26

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ  მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ტიაგო ალკანტარას "ლივერპულში" ტრანსფერი შეაფასა და იუმორიც არ დაიშურა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ესპანელ ფეხბურთელს 2016-2017 წლების სეზონში მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

"ტიაგომ მაწყენინა. ის ჩემი მეგობარია, შესანიშნავი ფეხბურთელი და საოცარი ნახევარმცველია. კარიერის განმავლობაში საუკეთესო მოთამაშეებთან მომიწია მუშაობა და ტიაგო ერთ-ერთი მათგანია".

"ამ ტრანსფერში ერთადერთი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ ტიაგო ჩემი მეზობელი გახდა".

"ვფიქრობ, მან არასწორი გუნდი შეარჩია. მას ლურჯი ფერი უნდა აერჩია და არა – წითელი. ვხუმრობ. ის ფანტასტიური ფეხბურთელია და ჩემი მეგობარი იურგენი მისით კმაყოფილი იქნება", – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით