ალკანტარამ რეკორდით დაიწყო!

20-09-2020, 21:49

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრაში, სადაც "ჩელსიმ"მოქმედი ჩემპიონი, "ლივერპული" მიიღო "ლივერპულის" ახალწვეული ცენტრალური ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას დებიუტი შედგა.

მერსისაიდელებმა "ლურჯები" სადიო მანეს დუბლით 2:0 დაამარცხეს.

დებიუტანტი ესპანელი ინგლისის პრემიერ ლიკაში პირდაპირ ახალი რეკორდით შემოიჭრა, სულ რაღაც ერთ მატჩში 75 გადაცემა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელი გუნდის არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია ამდენი პასი მთელი შეხვედრის მიმდინარეობისას.

ასევე, სტატისტიკის ათვლის მომენტიდან, "მერსისაიდელთა" ახალი შუახაზელის გამოჩენამდე, ეპლ-ში რეალურად არ ფიქსირდებოდა მოთამაშე 75 პასით ერთ ტაიმში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით