"მანჩესტერ იუნაიტედი" სანჩოს ტრანსფერს ბოლოჯერ ეცდება !

21-09-2020, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გუნდის გაძლიერებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი კლუბის შემადგენლობაში "დორტმუნდის ბორუსიას" ინგლისელი ვარსკვლავის, ჯეიდონ სანჩოს დამატებას ითხოვს.

ცნობების მიხედვით, "იუნაიტედი" თანხის ნაკლებობის მიუხედავად, 20 წლის შემტევის გადაბირებას ბოლო, გაუმჯობესებული შეთავაზებით ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით