შუმახერის ექიმმა ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა

21-09-2020, 21:17

2013 წელს ლეგენდარული გერმანელი მრბოლელი, მიხაელ შუმახერი სათხილამურო ტრასაზე დაეცა და მძიმე დაზიანება მიიღო.

ვეტერანი სპორტსმენი დიდი ხნის მანძილზე კომაში იყო. საბედნიეროდ ეს მომენტი წარსულს ჩაბარდა და მისი მდგომარეობა უმჯობესდება. შუმახერის ჯანმრთელობაზე კომენტარი პროფესორმა, ერიხ რიდერერმა გააკეთა.

"ამჟამად მიხაელი გონზეა, თუმცა, კონტაქტზე ვერ გამოდის. შესაძლოა, მან ფეხზე დადგომაც მოახერხოს სხვების დახმარებით, თუმცა, ამ ეტაპზე ეს მისი მაქსიმუმია."

"სამწუხაროდ, დიდი ალბათობით ისეთ შუმახერს ვეღარ ვიხილავთ, როგორიც ადრე იყო. მას გაუჭირდება დაბრუნება." - აცხადებს რიდერერი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით