დაგვამცირეს. რა კოეფიციენტი აქვს “ლოკომოტივს” “გრანადასთან”

22-09-2020, 00:43

ხუთშაბათს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივი" ესპანურ "გრანადას" ესტუმრება.

საინტერესოა, რომ ბუკმეიკერები ქართულ კლუბს აშკარა აუტსაიდერებად მიიჩნევენ. "ლოკომოტივის" გამარჯვებას არც მეტი არც ნაკლები 26.00 აქვს კოეფიციენტი, ზოგ ტოტალიზატორში კი ის 35.00-საც აღწევს, მაშინ, როდესაც მასპინძელთა გამარჯვება მხოლოდ 1.06-ით ფასდება.

შედარებისთვის, "ლოკომოტივს" გასულ წრეში, მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ 8.00 კოეფიციენტი ჰქონდა მინიჭებული და ამის მიუხედავად კლუბმა დამაჯერებლად იმარჯვა.

რაც შეეხება "კრაიოვასთან" დაპირისპირებასთ, კლუბი არც რუმინელებთან ითვლებოდა ფავორიტად და "ლოკოს" შანსები 5.00 კოეფიციენტით ფასდებოდა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

"ამ შემთხვევაში კავარცხელია ზამთარში 25 მილიონი ევრო ეღირება"

დაგვიმეგობრდით