მესი მორიგ მიღწევასთან ძალიან აცლოსაა

22-09-2020, 17:22

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდა ლეო მესი გუნდში დარჩა და ამით მას კიდევ ერთი გენიალური შედეგის დაფიქსირების საშუალება ექნება.

მოგეხსენებათ, პელეს ეკუთვნის რეკორდი, რომლის მიხედვითაც მას ერთი კლუბის მაისურით ყველაზე მეტი 643 გოლი აქვს გატანილი.

"ლა პულგას" მიზანი კი ამ რეკორდის ამ სეზონშივე დამხობა იქნება. ეს კი რთული ნამდვილად არ იქნება, რადგან ლეოს მხოლოდ 9 გოლი აკლია იმისთვის, რომ ბრაზილიელს გაუთანაბრდეს და 10 იმისთვის, რომ მისი რეკორდი დაამხოს.

ასე რომ, მესი ამ სეზონში გოლების გატანისკენ უნდა იყოს მოწოდებული, რადგან ეს მართლაც, რომ სანუკვარი შედეგი დააფიქსიროს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით