"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

22-09-2020, 16:11

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპალიგაზე გუნდის გამოსვლაზე ილაპარაკა.

"უახლოეს წარსულს და საერთოდ, ისტორიას ვერ დაივიწყებ, მაგრამ სპორტი და პოლიტიკა მაინც უნდა გავმიჯნოთ. ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს და ეს ფეხბურთის მოედანია. საქართველოს ამით თუ წავადგებით. თუმცა მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვება ხალხისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ვარ გახარებული".

"ხალხმა ამ ორ შეხვედრაში დაინახა ქართული ფეხბურთის ფრაგმენტები და კარგად თამაში შეგვიძლია. ჩვენს ქვეყანაში იბადებოდნენ ჩივაძეები, ყიფიანები, მესხები… როგორ შეიძლება, რომ ახლა არ დაიბადოს? მაგრამ ამ ნიჭს ვერ ვანვითარებთ. საბედნიეროდ, ამ თამაშებმა პატარა ბიგძი მოგვცა – ხელი შევუწყოთ ბავშებს, რომ განვითარდნენ. იმედია, ეს იქნება ფეხბურთის განვითარების საწინდარი", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.









კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

"ამ შემთხვევაში კავარცხელია ზამთარში 25 მილიონი ევრო ეღირება"

დაგვიმეგობრდით