ლოპეტეგიმ "ბაიერნთან" მატჩამდე კომენტარი გააკეთა

22-09-2020, 16:35

ხუთშაბათს ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდება.

მატჩამდე ესპანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ბაიერნს დიდებული გუნდი ჰყავს, დიდებული ინდივიდუალისტი ფეხბურთელებით. მათი მთავარი მწვრთნელი პატივისცემას იმსახურებს იმ შედეგებისა და თამაშის გამო, რაც კლუბმა გასულ პერიოდში აჩვენა."

"ვიცით, რომ ევროპის საუკეთესო კლუბს ვეთამაშებით, მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ ძალიან ამბიციური გუნდი გვყავს, რომელსაც მორიგი ტიტულის მოპოვება სწყურია." - აცხადებს ლოპეტეგი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით