სუარესი სკანდალში გაეხვა

22-09-2020, 23:06

"ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. იტალიის ქალაქ პერუჯას პოლიციამ დარღვევა აღმოაჩინა იტალიური ენის გამოცდისას, რომელსაც ურუგვაელი ფეხბურთელი იტალიური პასპორტის მისაღებად აბარებდა.

პოლიციის ანგარიშში წერია, რომ გამოცდის საკითხები სუარესთან წინასწარ იყო შეთანხმებული, ხოლო ფეხბურთელმა შეფასება ჯერ კიდევ გამოცდის დაწყებამდე მიიღო. საქმეში ეჭვმიტანილებად გადიან პერუჯას უნივერსიტეტის თანამშრომლები.

პოლიციამ კაბინეტში მოსასმენი აპარატურა დააყენა. ოთახიდან ასეთი ფრაზები ისმოდა:

"მან უნდა გაიაროს ტესტი, მას ხელფასი 10 მილიონი ევრო აქვს".

"მან არ იცის ზმნების უღლება და ლაპარაკობს ინფინიტივებით".

"უთხარით, რომ ნიშანს დაუწერს" და ა. შ.

გამოცდების შედეგად, სუარესს მიანიჭეს B1-ე დონე, მაგრამ, პოლიციელების თქმით, მან ცოდნის გაცილებით დაბალი დონე აჩვენა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

რა შეემთხვა დავით ხოჭოლავას "ინტერთან" მატჩში

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით