სრული სიგიჟე: "რომას" ფრე წაგებად ჩაუთვალეს და მოპოვებული ქულა გაუუქმეს

22-09-2020, 23:34

სერია ა-ს ახალი სეზონი "რომასთვი" უიღბლოდ დაიწყო. საქმე იმაშია, რომ დედაქალაქურმა გუნდმა პირველი ტურის შეხვედრა "ვერონასთან" ჩაატარა. მატჩში ნულოვანი ანგარიში დაფიქსირდა.

თამაშის შემდეგ აღმოჩნდა, რომ "რომამ" ამადუ დიავარა სეზონის განაცხადში 22-წლამდე ასაკის ფეხბურთელად შეიყვანა, არადა 17 ივლისს გვინეელ მოთამაშეს 23 წელი შეუსრულდა. შედეგად "ჯალოროსის" პირველ ტურში ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალა.

სერია ა-ს რეგლამენტის თანახმად სეზონის დაწყებამდე თითოეულმა გუნდმა უნდა წარადგინოს 25-ფეხბურთელიანი სია იმ მოთამაშეების დამატებით, რომლებიც 22-წლამდელთა კატეგორიაში იქნებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით