ფლიკს ტიაგოს შემცვლელად გიოტცე ესახება

23-09-2020, 00:39

ტიაგო ალკანტარას "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" დამრიგებელს, ჰანს ფლიკს ამ პოზიციაზე ყოფილი ფეხბურთელის, მარიო გიოტცეს დაბრუნება სურს.

მოგეხსენებათ, 28 წლის ნახევარმცველი ამჟამად თავისუფალი აგენტია. ფლიკი მიიჩნევს, რომ გიოტცეს ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და მისი მოყვანის სურვილი აქვს.

თუმცა, თავად კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის დაბრუნება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. ეს კი მასთან კონტრაქტის გაფორმებას აბრკოლებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით