"ლოკომოტივი" ძალიან სახიფათო მეტოქეა" - რა მოლოდინები აქვთ "გრანადელებს"

23-09-2020, 22:07

როგორც მოგეხსენებათ, 24 სექტემბერს თბილისის "ლოკომოტივი" "გრანადას" დაუპირისპირდება. მატჩის შესახებ ესპანური კლუბის ფეხბურთელმა ანხელ მონტორომ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"წინ განსაკუთრებული მატჩი გველის.  "ლოს კარმენესზე" ისტორია დაიწერება, რასაც დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით".

"სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი მხოლოდ სახლიდან შეძლებს ჩვენს გამხნევებას, მაგრამ თავიანთ მხარდაჭერას და ენერგიას სახლიდანაც გამოგვიგზავნიან".

"რაც შეეხება მეტოქეს, ლოკომოტივი" სახიფათო გუნდია, ისინი კარგად კომბინირებენ, ფლანგებზე კი სწრაფი და ხარიხიანი ფეხბურთელები ჰყავს", - აღნიშნა ანხელ მონტორომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით