რა განცხადება გააკეთა "გრანადას" მწვრთნელმა თბილისის "ლოკომოტივთან" მატჩამდე

23-09-2020, 22:34

ხვალ, 24 სექტემბერს თბილისის "ლოკომოტივთან" გასამართ მატჩამდე, "გრანადას" დამრიგებელმა დიეგო მარტინესმა აღნიშნული შეხვედრის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ახლა უკვე ნამდვილად ვფიქრობთ ევროპალიგის თამაშზე. "ლოს კარმენესზე" პირველად გვიწევს ასეთი მატჩის მასპინძლობა. გულშემატკივრები ხუთშაბათს სახლიდან გვიქომაგებენ'.

"ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან, ხოლო გრანადისტები აღელვებულები, რადგან ძალიან ემოციურ თამაშს ვმასპინძლობთ", - განაცხადა მარტინესმა.

"გრანადა" ევროტურნირებზე ისტორიაში პირველად თამაშობს და შესაბამისად, თბილისის ლოკომოტივი მისთვის პირველი საშინაო მოწინააღმდეგე იქნება.

ესპანურმა გუნდმა ევროპალიგაზე სადებიუტო თამაში ალბანეთში "ტეუტასთან" ჩაატარა და ძალიან ადვილად, 4:0 იმარჯვა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით