ჭიაბრრიშვილი: "ეს ჩვენთვის უპირატესობაა"

23-09-2020, 23:11

თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ "გრანადასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"გრანადა" ძალიან ძლიერია, თავისი თამაშით, შემსრულებლებით. ჩვენ სენსაციები აქამდეც მოვახდინეთ და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფურცელზე ბევრად ძლიერი გუნდია და უპირატესობა "გრანადას" აქვს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".

"ჩემთვის გამოწვევა და დიდი სიამოვნებაა ასეთ გუნდთან თამაში, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში".

"ლოკომოტივმა" 3 მწვრთნელი გამოიცვალა და შესაბამისად, ძალიან გაუჭირდებათ, რა არის და როგორ ფეხბურთს ვთამაშობთ - ეს ჩვენი უპირატესობაა".

"წინა შეხვედრები კარგად დავგეგმეთ, მთავარი ახლა შედეგია და ეს არის ძალიან მაგარი ტესტი იმის, თუ რა შეგვიძლია. მეც ეს ძალიან მაინტერესებს", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით