უახლესი ინფორმაცია - რას ამბობს თავად შოთა არველაძე

24-09-2020, 00:08

მოგეხსენებათ, დღეს უზბეკურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა და აღნიშნული ინფორმაცია თავად შოთამაც დაადასტურა.

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და ამჟამად "ფეხთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა უახლესი ინფორმაცია სციალური ქსელის საშუალებით მოგვაწყოდა:

"უკვე რამდენიმე საათია იზოლაციაში ვარ და თავს უკეთ ვგრძნობ. ვკითხულობ თქვენს მესიჯებს და მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და პირადად ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, დამიკავშირდა, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა და ბევრ საკითხში დამეხმარა", - წერს არველაძე Facebook გვერდზე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით