"დაწექით, თორემ დათუნაშვილი მოვა" - უცნობი ისტორია 27 წუთში 5 გოლის გამტან ქართველზე

24-09-2020, 10:49

1966 წლის 22 სექტემბერს ერთ-ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა და თბილისის "დინამოს" თავდამსხმელმა, ილია დათუნაშვილმა დაამყარა რეკორდი, რომელსაც დღეს მხოლოდ მსოფლიო დონის შემტევები თუ გაიმეორებენ.

საუბარია ერევნის "არარატთან" 27 წუთში გატანილ 5 გოლზე. ამ მოვლენის მსგავსი სავარაუდოდ მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის მაჩვენებელი გაგახსენდებათ, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა.

დათუნაშვილს წარმოუდგენელ პერფორმანსს არაერთი ისტორია მოჰყვა, რომელთაგანაც ზოგი მითად, ზოგიც კი რეალობად იქნა შერაცხული.

გაწბილებული და გამწარებული სომეხი მაყურებელი აქამდე არაერთხელ გამოირჩა უპირატესობის აღნიშვნის სურვილით, კერძოდ ჯერ კიდევ 1960 წლის 30 ივლისს, "დინამოელთა" 5:1 მარცხის შემდეგ "არარატთან", გულშემატკივრები ერევანი-თბილისის ვაგონი ცარცით გაკეთებული 5:1 წარწერით "შეამკეს".

გასაკვირი არაა, რომ "დინამოს" ფან-კლუბი სომხური გუნდის წინააღმდეგ რევანშსაც მოესწრო და სამაგიეროს გადახდაც მოინდომა. ხსენებული 22 სექტემბერის მატჩის შემდეგ, ქართველებმა ერევანი-თბილისის ვაგონი ახლა თავად "მორთეს" 5:0 ანგარიშით.

დათუნაშვილი მისი მსოფლიო კლასის თამაშის შემდეგ სომეხთა ამოჩების და ჯავრის ყრის მიზეზიც გახდა, მომდევნო სეზონის ორთაბრძოლაში ორ გუნდს შორის, სომეხმა მაყურებელმა 8 ნომრით მოთამაშე ილიას გამოცხადება შტვენითა და დამაყრუებელი, შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიიღო.

აღსანიშნავია დათუნაშვილზე გავრცელებული სახალისო ისტორიებიც, რომლებსაც თავად ყოფილი მოთამაშე იხსენებს: “მოგვიანებით, მეგობრები მიყვებოდნენ, რომ ლენინაკანში ტირში სამიზნე ნახეს, სადაც ჩემი ფოტო იყო დატანილი. ათიანში რომ მოგეხვედრებინათ, სწორედ ჩემი თავისთვის დამიზნება იყო საჭირო. მაშინ ერთი ანეკდოტიც იყო პოპულარული, რომლის თანახმადაც ერევანში მშობლები ბავშვებს აშინებდნენ, დროზე დაწექით, თორემ დათუნაშვილი მოვაო”.

შეგახსენებთ, რომ განუყრელი მეზობლის მიერ "მოძულებული" დათუნაშვილი "დინამოს" რიგებში 1958-68 წლებში ასპარეზობა და ამ პერიოდში, 60 გოლის გატანა და გულშემატკივრის გულის სამუდამოდ მოგებაც მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით