ფეხბურთელები "სიტიდან", "რეალიდან" და "ჩელსიდან" - რა შემადგენლობით ხვდება "გრანადა" "ლოკოს"

24-09-2020, 12:39

დღეს, თბილისის დროით 22:00-ზე, თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდება. მატჩი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ტარდება.

"გრანადა" ძალიან ძლიერი მეტოქეა. გუნდი ამჟამად ლა ლიგის ცხრილის სათავეში იმყოფება, ხოლო ფეხბურთელები ევროპის სხვადასხვა გრანდიდან ჰყავს აყვანილი.

ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც გრანადელებმა რამდენიმე მსუყე ტრანსფერი განახორციელეს.

კლუბმა "ჩელსიდან" კენედი ინათხოვრა, მადრიდის "რეალიდან" ხესუს ვალიეხო. რაც შეეხება შენაძენებს, "რომადან" 4 მილიონ ევროდ მაქსიმ გონალონი იყიდეს, "ტენერიფედან" 5 მილიონად ლუის მილა, ხოლო "რეალიდან" - ალბერტო სორო 2.2 მილიონ ევროდ.

"გრანადელების" რიგებში ასევე ირიცხებიან ფეხბურთელები, რომლებიც პრემიერლიგის გრანდებს ეკუთვნიან. მაგალითად იანგელ ერერა "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაშია. არ დაგვავიწყდეს რობერტო სოლდადოც, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ესპანეთის ნაკრებიდან კარგად უნდა ახსოვდეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით