რას წერენ ესპანელი ქომაგები "ლოკომოტივთან" მატჩის წინ

24-09-2020, 12:48

დღეს, თბილისის დროით 22:00-ზე, თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდება. მატჩი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ტარდება.

"გრანადა" ძალიან ძლიერი მეტოქეა. გუნდი ამჟამად ლა ლიგის ცხრილის სათავეში იმყოფება, ხოლო ფეხბურთელები ევროპის სხვადასხვა გრანდიდან ჰყავს აყვანილი.

ესპანელი გულშემატკივრების უმეტესობას "ლოკომოტივზე" ინფორმაცია არ აქვს და აცხადებენ, რომ მათი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

გთავაზობთ პირინეელთა კომენტარებს სოციალურ ქსელში მატჩთან დაკავშირებით:

"მათზე არაფერი გამიგია, სრულიად უცნობი გუნდია. "გრანადა" დამაჯერებლად მოიგებს".

"იმედია შემდეგ ეტაპზე გავალთ, მეტოქე იოლია, მოვუგებთ".

"გქომაგობთ სტადიონს გარედან. აუცილებლად უნდა გავიდეთ ევროპა ლიგის პლეიოფში".

"საერთოდ რა გუნდია, ევროპიდან არიან? როგორ გავიდნენ ამ ეტაპზე? ჩვენ გავიმარჯვებთ". 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით