რაკიტიჩი: "მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ"

24-09-2020, 15:03

ანდალუსიური "სევილიას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა სუპერთასის მატჩამდე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ბაიერნმა თავისი ძალები დაამტკიცა ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა, დღეს განსხვავებული თამაში იქნება და დარწმუნებული ვარ ისინი ჩვენგან სერიოზულ წინააღმდეგობას ელიან, რადგან ევროპის ლიგაზე ყველას ვანახეთ ჩვენი შესაძლებლობები."

"ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად და ვიცით, რომ შეუძლებელი არაფერია. ვეცდებით მეტოქეს საქმე გავურთულოთ და ტიტული მოვიგოთ."

"პოზიტიურად ვარ განწყობილი მატჩის წინ. ფინალები არის იმისთვის, რომ შესაბამისად მოემზადო და მოიგო და ჩვენ სწორედ ამას ვაპირებთ." - აცხადებს რაკიტიჩი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით