სამარცხვინო ციფრები. რა სტატისტიკა ჰქონდა "დინამოს" ფარერების გუნდთან

25-09-2020, 00:20

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, "დინამო თბილისმა" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრა სტუმრად, ტორშავნში გამართა. დინამო "კლაკსვიკს" "ტორშვოლურზე" დაუპირისპირდა და ანგარშით 6:1 დამარცხდა.

ფარერებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა. ტაიმის მიწურულს შანსი ქიმაძეს ჰქონდა, თუმცა ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმში "დინამო" საერთოდ მოიშალა და 12 წუთიან ინტერვალში 3 ბურთი გაუშვა.

71-ე წუთზე, პერნამბუკომ სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტოქემ ზუსტად 2 წუთში კვლავ გაიტანა. მატჩის მიწურულს ფარერებმა მე-6 ბურთიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გარდა თბილისელები ყველა სტატისტიკურ მონაცემში მოიკოჭლებენ.

ცნობისთვის, ევროტურნირებზე ასპარეზობას არცერთი ქართული კლუბი აღარ განაგრძონს. "ლოკომოტივი" ესპანურ "გრანადასთან" დამარცხდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით