რა განაცხადა ცხვრების მწყემსმა, რომელმაც თბილისის "დინამოს" 3 გოლი გაუტანა

25-09-2020, 01:24

ფარერის კუნძულების "კლაკსვიკისა" და თბილისის "დინამოს" შორის გამართული მატჩის ერთ-ერთი გმირი ფარერელთა ფორვარდი პალ კლეტსკარდი გახდა, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანი ცხვრების მწყემსია და ფეხბურთს ფაქტობრივად სამოყვარული დონეზე თამაშობს.

2018 წელს იგი იტალიის მე-5 დივიზიონში გადავიდა, რაც ისტორიული მოვლენა იყო ფარერული ფეხბურთის ისტორიაში.

ასეთ რამეს აცხადებდა იგი აღნიშნული მოვლენის შემდეგ:

"მე გახლავართ პირველი მოთამაშე ფარერებიდან, რომელიც იტალიაში ითამაშებს და ამ ფაქტით საოცრად ვამაყობ. იტალია ახალი გამოწვევაა ჩემთვის". - აცხადებდა იგი.

შეგახსენებთ, ფარერების გუნდმა "დინამოს" 1:6 მოუგო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

"ამ შემთხვევაში კავარცხელია ზამთარში 25 მილიონი ევრო ეღირება"

დაგვიმეგობრდით