გრანადას მწრთვნელი: "ჩემი მოლოდინი გამართლდა"

25-09-2020, 18:08

თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპის ლიგის შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "გრანადას" მწვრთნელმა, დიეგო მარტინესმა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ჩემმა ფეხბურთელებს გრანადას მოსახლეობა გაახარეს და მადლობა მათ ამისთვის. გუნდმა დიდი სამუშაო გააკეთა - შექმნა უამრავი საგოლე მომენტი, მეტოქეს კი რეალური საგოლე შანსი არ ჰქონია".

"თუმცა, სწრაფი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და ეს მეორე ტაიმის დაწყებისას დისკომფორტს გვიქმნიდა. რთულ თამაშში იყო. შანსები გვქონდა, მაგრამ მოთმინება და კონცენტრაცია გამოვიჩინეთ და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გავხსენით, მჯეროდა, რომ მიზანს მივაღწევდით", - განაცხადა მარტინესმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

რა შეემთხვა დავით ხოჭოლავას "ინტერთან" მატჩში

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით