გიორგი ქვილითაიამ ევროპა ლიგაზე, "ბაზელს" გაუტანა

25-09-2020, 16:47

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბაზელისა" და ქართველების "ანორთოსისის" მატჩი შედგა, რომელშიც 5 გოლი გავიდა და "ბაზელის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 3:2 დასრულდა.

ფამაგუსტელებისთვის თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და 24-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, სხვაობა ტაიმის ბოლო წუთზე ბრანკო ვრგოკმა შეამცირა 1:3. 50-ე წუთზე ოქრიაშვილი მოედნიდან გააძევეს და თემურ ქეცბაიას გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.

ამის მიუხედავად, 66-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – პენალტით გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რაც მისთვის ახალ გუნდში სადებიუტო გოლი იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. ქართველი ფეხბურთელი "ანორთოსისს" რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით