ესპანელი ქომაგების რეაქცია "ლოკომოტივის" მეკარეზე

25-09-2020, 22:36

გუშინ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივი" ესპანურ "გრანადას" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

ქართული კლუბის მხრიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ახალგაზრდა კიპერი, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც უამრავი სეივი შეასრულა.

გთავაზობთ რამდენიმე ესპანელი ქომაგის კომენტარს გუშინდელი მატჩის შემდეგ:

"ეს მეკარე აუცილებლად უნდა გავიფორმოთ, ყველა შემთხვევაში."

"თუ რუი სილვა წასვლას გადაწყვეტს, მამარდაშვილს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენს გუნდში. მას ნებისმიერ დროს შეუძლია აფეთქდეს."

"ის მხოლოდ 19 წლისაა. დავიჯერო, ძვირი დაჯდება მამარდაშვილის ტრანსფერი?" - წერენ ფანები.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით