"ჩელსი" ბოლო ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს !

26-09-2020, 02:48

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ტრანსფერის განხორციელებას ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობის გუნდი ამჯერად "ვესტ ჰემის" ჩამშლელი ნახევარმცველის, დეკლან რაისის გადაბირებას ეცდება.

ცნობების მიხედვით, "არისტოკრატები" მზად არიან შუახაზელის სანაცვლოდ, 35 მილიონი გირვანქა გაიმეტონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ გუნდს რამდენიმე დღის წინ ახალი გოლკიპერი, ედუარდ მენდი შეუერთდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით