არკადიუშ მილიკზე სატრანსფერო ნადირობა გრძელდება

26-09-2020, 16:39

მოგეხსენებათ, პირლო მორატას დამატების მიუხედავად კვლავ აგრძელებს ფორვარდის ძებნას.

ტურინელთა რადარზე მთავარი ფებურთელები მოიზე კინი და არკადიუშ მილიკი არიან.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიკის ტრანსფერით "ევერტონი" დაინტერესდა, თუმცა ეს "იუვენტუსისთვის" საგანგებო ინფორმაცია ნამდვილად არ არის, რადგან თუ მილიკი ინგლისში გადაბარგდება, ტურინელები უფრო ადვილად შეძლებენ მოიზე კინის დამატებას.

თავის მხრივ ტურინელთა გულშემატკივრებში აზრი ორად იყოფა, ნაწილს კლუბშ გამოცდილი ფორვარდის მოსვლა სურს, მეორე ნაწილს კი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელის დაბრუნება უნდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით