"ქართველო ფორვარდი შესანიშნავი იყო", - რას წერ კვიპროსული მედია ქვილითაიას შესახებ

26-09-2020, 20:27

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი" ევროპალიგის გათამაშებას მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაზელთან მარცხით (2:3) დაემშვიდობა, თუმცა ქეცბაიასთვის პოზიტიური ის მოხდა, რომ გიორგი ქვილითაიამ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა და გოლით მიიტანა.

ქვილითაიას გოლს ადგილობრივი მედია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქეცბაიას გუნდმა "ძრავა" გვიან ჩართო.

„ახალწვეული გუნდს აშკარად გამოადგება და დაეხმარება. ეს აჩვენა ქვილითაიამ „ბაზელის” წინააღმდეგ თამაშში. „ანორთოსისის“ შემტევმა შვეიცარიელებთან 100 პროცენტით იბრძოლა, მოსაგებად ყველაფერი გააკეთა და გოლიც გაიტანა.

"ქვილითაიამ ძალიან ძლიერი დაცვის წინააღმდეგ მოახერხა საკუთარი ნიჭის გამოვლენა. ქართველი ფორვარდი შესანიშნავი იყო, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ თამაშში. ყველა ფაზაში ბოლომდე იბრძოდა, საჰაერო ორთაბრძოლებში კი თითქმის დაუმარცხებელიც იყო", - ვკითხულობთ სტატიაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით