საქართველოს თასის ნახევარფინალისტები გამოირკვა

26-09-2020, 20:49

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალის ორი მატჩი გაიმართა.

"სამგურალმა" "თელავი" მიიღო და 2:0 დაამარცხა. მასპინძლებიდან მე-10 წუთზე ანგარიში გორის "დილას" ყოფილმა კაპიტანმა ლუკა რაზმაძემ გახსნა.

მეორე მატჩში, საჩხერის "ჩიხურა" სტუმრად ლიგა 3-ს "თბილისი სითის" შეხვდა და 5:2 სძლია. სტუმრებიდან დუბლი კახაბრიშვილმა შეასრულა, ხოლო თითო გოლი დეკანოიძემ, კიკაბიძემ და მუჯირმა გამოიჩინეს.

მასპინძლებიდან გოლები თავის ანგარიშზე ქალდანმა და შუბითიძემ ჩაიწერეს.

ხვალ თასზე კიდევ ორი თამაში შედგება - "საბურთალო" "ტორპედოს" მიიღებს, ხოლო "გაგრა" "დილას" უმასპინძლებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით