“გეტყვით, რატომ არიან ისინი ინდაურები”... - რევაზ ძოძუაშვილი გაცხარდა

26-09-2020, 21:33

თბილისის "დინამოს" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების "კლაკსვიკთან"  განცდილ სამარცხვინო მატჩს ვეტერანი დინამოელმა რევაზ ძოძუაშვილი გამოეხმაურა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში ძოძუაშვილმა ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა და მათ ინდაურები უწოდა.

"ჯერ ისიც ვერ გაგვიგია თუ რა ფეხბურთი გვინდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი ქალაქისთვის, კლუბისთვის, თუ მსოფლიო დონის ფეხბურთისთვის".

"ფარერებთან "დინამომ" მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა. როდესაც ასეთ დონეზე ითამაშებ, ანუ მოწინააღმდეგის გუნდიდან მწყემსი სამ ბურთს გაიტანს, რა უნდა გაგვიკვირდეს".

"ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა კი, ინდაურია. არ არის გამორიცხული, რომ ამაზე მეტი დაგვემართოს, თუ ფეხბურთის იმ სიბრძნის კანონებს არ გავაყვებით, რომელიც იყო საქართველოში", - განაცხადა ძოძუაშვილმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით