რუსების კომენტარები ქართული კლუბების ევროპალიგიდან გამოვარდნის შემდეგ

26-09-2020, 23:00

თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გათამაშებიდან გამოვარდნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსი გულშემატკვირდების მხრიდან. 

აღსანიშნავია, რომ მათი აღნიშნული მოვლენისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო.

გთავაზობთ რუსი გულშემატკივრების კომენტარებს:

"დღეს რაღაც ქართველების ხმა არ მესმის."

"აჯიკამოტივმა და ჩახოხბილისმა ის მიიღეს, რასაც იმსახურებდნენ. მომიწყეს მთებში ზეიმი."

"კლაკსვიკი" ასე ითარგმნება: 6 გოლი 1 თამაშში."

"ამას რომ ხედავდნენ მიხეილ მესხი, დავით ყიფიანი, გივი ჩოხელი, რამაზ შენგელია, ბორის პაიჭაძე და საბჭოთა საქართველოს სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები, საფლავში გადატრიალდებოდნენ."

"არ მინდა იმის წარმოდგენა, "კლაკსვიკი" მოსკოვის "დინამოს" რა დღეში ჩააგდებდა..."

"რა გეგონათ, მანდაც მოსკოვის "დინამოს" ეთამაშებოდით?!"

"თბილისელებს ესპანეთში ისეთი საბრძოლო განწყობა არ ჰქონიათ, როგორც "დინამოსთან" მატჩში იყო."



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით