უდიდესი ტრაგედია: მორიგი ფეხბურთელი გარდაიცვალა

26-09-2020, 23:15

ევროპული გამოცემები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ.

ლიბანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, მოჰამედ ატვი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი ბრმა ტყვიის მოხვედრა გახლავთ.

შემთხვევა 1 თვის წინ დაფიქსირდა, როდესაც ქუჩაში მიმავალ ფეხბურთელს ჰაერში გასროლილი ტყვია მოხვდა. ამის შემდგომ ის რეანიმაციაში გახლდათ, თუმცა, სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ატვის მთელი კარიერა ლიბანის ჩემპიონატში აქვს გატარებული და მას ეროვნულ გუნდში სამჯერ უთამაშია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოფიციალურად: ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით